Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დიბალას აგენტს შეხვდა

Goal.com-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დიბალას აგენტს ჟორჟე ანტუნს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა დასრულდა.

წყაროს ცნობით, დღეს მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები და ფინანსური ასპექტები განხილული არ იყო, მაგრამ ბიანკონერის წარმომადგენლებმა ლა ჯოიას აგენტი დაარწმუნეს, რომ პაულო იუვენტუსის პროექტის უმთავრესი ფიგურა იქნება და საბოლოო ჯამში მოლაპარაკებები პოზიტიურად დაიწყო.

წყაროს ცნობით, მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ მომდევნო კვირას შეხვდებიან, სადაც უკვე კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ისაუბრებენ და სავარაუდოდ დიბალა სეზონში 10 მილიონ ევროზე თანხმობას განაცხადებს.