Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დიბალას აგნეტს უახლოეს დღეებში შეხვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დიბალას აგენტს შორის მეოთხე შეხვედრა მიმდინარე კვიის ბოლომდე შედგება და ტურინელებს იმედი აქვთ, რომ არგენტინელთან შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწევენ.

იუვენტუსიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ლა ჯოია ბიანკონერის პროექტის მთავარი ფიგურა ხდება და რა თქმა უნდა, ტურინელები მის უფასოდ დაკარგვას არ აპირებენ.

დიბალას მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არაერთხელ გამოთქვეს, ამიტომ დიბალას ახალი კონტრაქტის გაოფიციალურება დროის საკითხია.