Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე-დიბალა, გაგრძელება ყველას სურს…

მომდევნო კვირას იუვენტუსი დიბალას აგენტს შეხვდებიან და ლა ჯოიასთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაიწყებენ მუშაობას.

გასული სეზონის პერიოდში, როდესაც ლა ჯოიამ ტრავმების და ფორმის ნაკლებობის გამო საკმაოდ ბევრი მატჩი გამოტოვა, მხარეებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო და არგენტინელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალური ჩანდა, მაგრამ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ორივე მხარეს ხელშკერულების გაფორმება სურს.

დიბალას მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი ის ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი ანაზღაურება კი 7.5 მილიონიდან 10 მილიონამდე გაიზრდება.