Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვიტსელის დამატებას ზამთარში შეეცდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დორტმუნდის ბელგიელი ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

იუვენტუსი ვიტსელის დამატებას გასული ზაფხულის პერიოდშიც ცდილობდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხა და Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები მის გადმობირებას კიდევ ერთხელ იანვარში შეეცდებიან.

სეზონის ბოლოს 32 წლის ფეხბურთელს დორტმუნდთან მიმდინარე კონტრაქტი ეწურება და ტურინელები მზად არიან, გერმანელებს მის სანაცვლოდ ზამთარში გარკვეული თანხა გადაუხადონ და ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა თავიდან აარიდონ.