Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვიტსელს არ ივიწყებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი ზამთარში დორტმუნდიდან აქსელ ვიტსელის დამატებას შეეცდება.

ბელგიელი ფეხბურთელის გაფორმებას იუვენტუსი ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ ტურინელებმა აარონ რემსის გასხვისება ვერ მოახერხეს, ამიტომ ვერც ვიტსელის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ზამთარში რემსის გაფორმებას ევერტონი გეგმავს, რაც ტურინელებს საშუალებას მისცემს, რომ დორტმუნდის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ.

32 წლის ფეხბურთელს დორტმუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ალეგრის მოცდა არ სურს და ტურინელები მზად არიან, გერმანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაცია შესთავაზონ…