Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის ტრანსფერს კულუშევსკის გაყიდვით დააფინანსებს

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების გზებს აქტიურად სწავლობს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ბიანკონერის სერბი ფორვარდის გასაფორმებლად საკმაოდ მსუყე თანხის გადახდა მოუწევს.

Corriere della Sera-ს ინფორამციით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერს შეეწირება, დეიან კულუშევსკი იქნება.

კულუშევსკი ტურინში მაღალი კონკურენციის გამო არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და ტურინელები მზად არიან, ის 45-50 მილიონის სანაცვლოდ გაყიდონ, მიღებული თანხა კი ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მოახმარონ.