Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის ტრანსფერში კულუშევსკის ჩართავს ?

იტალიური მედიის ინფორამციით, ფიორენტინა იუვენტუსის შემტევის დეიან კულუშევსკის შეძენით ინტერესდება და არ არის გამორიცხული, რომ ბიანკონერიმ ის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერში გამოიყენოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინა შეეგუა, რომ ვლაჰოვიჩი ადრე თუ გვიან გუნდს დატოვებს და მისი შემცვლელების ძებნა უკვე დაიწყო, შეტევის ხაზის გასაძლიერებლად კი ერთ-ერთ კანდიდატად კულუშევსკის მოიაზრებს.

კულუშევსკი იუვენტუსში თავისი ადგილის პოვნას ვერ ახერხებს და მისი გაყიდვის თაობაზე უკვე ბევრი იწერება. შვედი ფეხბურთელის სახელს არსენალს და ტოტენჰემს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მისი გუნდში ხილვა როკო კომისოსაც სურს…