Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის ტრანსფერში კულუშევსკის ჩართვას გეგმავს

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და რთული ფინანსური სიტუაციის გამო, ტურინელები მისი გაფორმების სხვადასხვა გზებს სწავლობენ.

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ტურინელებს ამ ეტაპზე არ შეუძლიათ, ამიტომ პირველ რიგში ბიანკონერის ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.

Calciomercato-ს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელიც ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერს შეეწირება, დეიან კულუშევსკია და წყაროს ინფორმაციით, ტურინელები მის ჩართვას სერბი ფორვარდის ტრანსფერში პირდაპირ შეეცდებიან, რასაც რა თქმა უნდა გარკვეულ თანხასაც დაუმატებენ.