Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის ტრანსფერს გამოეთიშა, სერბი არსენალს უახლოვდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი არც ზამთრის და არც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, მისი ხელფასი და აგენტისთვის გადასახადი საკომისიო ბიანკონერისთვის ზედმეტად დიდი ხარჯი გამოდგა, ამიტომ ტურინელები აქცენტს სხვა კანდიდატებზე გააკეთებენ.

მომბლანოს ცნობით, არსენალი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ყველაზე მეტად აქტიურობს. მათ დუშანს წლიური ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზეს და არც ფიორენტინას მოთხოვნილი 70 მილიონის გადახდაზე იტყვიან უარს…