Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩი-იკარდიდან ერთ-ერთი დამატებას გეგმავს

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ ოფიციალურად დაიხურა, მაგრამ იუვენტუსი, რომელმაც მარკეტზე არც თუ ისე იაქტიურა, მომდევნო ზაფხულის ტრანსფერებს უკვე გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომდევნო ზაფხულს იუვენტუსი ტრანსფერებში საკმაოდ მსუყე თანხას დახარჯავს და მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი შეტევის გაძლიერება იქნება.

წყაროს ცნობით, ანიელის გუნდში ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს, რომელიც დაახლოებით 75-80 მილიონი ეღირება, მაგრამ მისი ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს და თუ 21 წლის ფეხბურთელს ვერ დაიმატებს, გუნდი მაურო იკარდის ტრანსფერზე გადაერთვება.