Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ზაქარიას შეძენას ზამთარშივე შეეცდება

იუვენტუსი იტალიურ და ევროპულ გრანდებთან გლადბახის ნახევარმცველის დენის ზაქარიას ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობს და ზედმეტი კონკურენციის ასარიდებლად, ტურინელებს მისი გაფორმება ზამთარშივე სურთ.

25 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს გლადბახთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელები მის გაფორმებას უფასოდ გეგმავდნენ, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ბიანკონერი მზად არის გერმანელებს ზამთარში გარკვეული თანხა გადაუხადონ.

TuttoJuve-ს ცნობით, ტურინელები გლადბახს ზაქარიას სანაცვლოდ ზამთარში 5 მილიონ ევროს შესთავაზებენ და არ არის გამორიცხული, რომ წინადადებაზე თანხმობა მიიღონ…