Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე იანვარში მაკკენისა და რემსის გაყიდვას გეგმავს…

იტალიური მედიის ინფორამციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერის მონაკოდან 21 წლის აურელიენ ჩუამენის დამატება სურს და მის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ფეხბურთელის დამატებას ზამთარში შეეცდება, რომ ზაფხულში კონკურენცია თავიდან აიცილოს.

წყაროს ინფორმაციით, მის გასაფორმებლად იუვენტუსს ნახევარდაცვის ხაზის გაწმენდა მოუწევს და ტურინელები მაკკენი-რემსის დუეტის გაყიდვას გეგმავენ.

მაკკენიმ ანდრეა პირლოსთან ერთად საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა, თუმცა ფორმის ნაკლებობის და დისციპლინარული პრობლემების გამო ის მაქს ალეგრის გეგმებში ვერ მოხვდა და ტურინელები მზად არიან ამერიკელი ფეხბურთელი გაასხვისონ. მისი სახელი ვესტ ჰემს დაუკავშირეს.

რემსის რაც შეეხება, 30 წლის ფეხბურთელი ტრავმების გამო სტაბილურად თამაშს კვლავ ვერ ახერხებს და ტურინელებს მისი მაღალი ხელფასის – 7 მილიონი ევროს გადახდა აღარ სურთ, ამიტომ არც ის არის გამორიცხული, რომ უელზელი ფეხბურთელი სრულიად უფასოდ გაასხვისონ. რემსის გაფორმების სურვილი ზაფხულში ევერტონმა გამოთქვა, რომელიც ხამეს როდრიგესის შემცვლელის ძიებაშია…