Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე იკარდისთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

გუშინ კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დაბრუნდა, დღეს კი სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდს შეუერთდა, რაც მის ტურინიდან წასვლას ფაქტობრივად გამორიცხავს, თუმცა კრიშტიანუს გუნდში დარჩენის მიუხედავად, იუვენტუსი პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის ტრანსფერზე უარის თქმას არ აპირებს.

FIFA-ს ჟურნალისტის აბდელა ბულმას მტკიცებით, 28 წლის არგენტინელი ფორვარდის აგენტს ვანდა ნარასა და იუვენტუსის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ფეხბურთელის სურვილი, რომელსაც სერია ა-ში დაბრუნება სურს, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პსჟ ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, ამ თანხის გადახდას კი ტურინელები არ აპირებენ, თუმცა შესაძლოა გამოსავალი იჯარა იყოს, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, რადგან იკარდი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და მის ნაცვლად პარიზელებს ევერტონიდან მოიზე კინის გაფორმება სურთ.