Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე იკარდის სერია ა-ში დაბრუნებას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მაურო იკარდის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს და პარიზელებს შესაძლოა ფეხბურთელებსი გაცვლა შესთავაზოს.

SportMediaset-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ტურინული მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თუ პორტუგალიელი გუნდიდან წასვლას მოისურვებს, მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ პსჟ იქნება, იუვე კი სანაცვლოდ იკარდის მოითხოვს.

მეორე ვარიანტი ბრაზილიელი არტურ მელოა. მისი ტურინული კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და ის ალეგრის გეგმებში არ შედის, პსჟ კი არტურით დიდი ხანია ინტერესდება.

წყაროს ცნობით, რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი იკარდისთან ერთად ფიორენტინასგან დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას შეეცდება.