Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ინსინიეს დამატებას სერიოზულად განიხილავს

ლიბეროს იტალიელი ჟურნალისტის ფაბიო სანტინის ინფორმაციით, იუვენტუსი, რომელსაც მარცხენა ფლანგზე უკვე დიდი ხანია პრობლემები აქვს, ზაფხულში ლორენცო ინსინიეს დამატებას შეეცდება, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

„ლორენცო ინსინიე ნაპოლისთან კონტრაქტზე ვერ თანხმდება და დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიონ.

„რაც დრო გადის, ინსინიეს უფასოდ გაფორმების მსურველების სია იზრდება და მისი ტრანსფერით უკვე იუვენტუსიც ინტერესდება.

„თუ ტურინელები დეიან კულუშევსკის გაყიდვას მოახერხებენ, ანიელი თავის გუნდში ლორენცოს დიდი სიამოვნებით იხილავდა.“