Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე, ინტერი და მილანი პიზას ფორვარდით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი, ინტერი და მილანი პიზას ახალგაზრდა ფორვარდს ლორენცო ლუკას ყურადღებით აკვირდებიან და ზაფხულში მის გაფორმებას გეგმავენ.

21 წლის ფეხბურთელი პიზას პალერმოდან მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა და სერია ბ-ს 6 ტურში 5 გოლის გატანა მოახერხა, რითც გრანდების ინტერესი დაიმსახურა.

ტორინოს აკადემიის აღზრდილი ცენტრ-ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება, რომელიც 2 მეტრს აღემატება, დაახლოებით 1-1.5 მილიონი ევროა და ამ თანხის გადახდა არც ერთი გუნდისთვის არ იქნება პრობლემა, ამიტომ საბოლოო სიტყვას სავარაუდოდ თავად ფეხბურთელი იტყვის…