Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე – ინტერი: ფაქტები და სტატისტიკა

ხვალ ტურინში იუვენტუსი ინტერს უმასპინძლებს და ბიანკონერი უკვე ჩემპიონ ნერაძურისთან 3 ქულის მოპოვებას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსების შენარჩუნებას ეცდება.

ხვალინდელი დაპირისპირება გუნდებს შორის საერთო ჯამში 176-ე იქნება, აქედან 87 შეხვედრა ტურინში გაიმართა. იუვენტუსის ანგარიშზე 60 გამარჯვებაა, ნერაძურიმ გასვლაზე ტურინელები მხოლოდ 11-ჯერ დაამარცხეს და 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ინტერმა ბოლოს ტურინში იუვენტუსი 3 ნოემბერს, მილიტოს დუბლის და პალასიოს გოლის წყალობით, 3 – 1 დაამარცხა.

ნერაძური სერია ა-ს მეორე წრეში დაუმარცხებელია. კონტეს შეგირდები ბოლოს სამპდორიასთან 6 იანვარს დამარცხდნენ.

ინტერის და იუვენტუსის ფეხბურთელები სერია ა-ში თავით ყველაზე კარგად თამაშობენ. მიმდინარე სეზონში თაური დარტყმებით ინტერმა 14, იუვენტუსმა კი 13 გოლი გაიტანა.