Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კაიოს იჯარით გაშვებას გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორამციით, იუვენტუსი ახალგაზრდა ბრაზილიელ ფორვარდს კაიო ჟორჟეს დიდი ალბათობით იჯარის წესით სერია ა-ს რომელიმე გუნდში გაუშვებს.

ჟორჟე იუვენტუსს სანტოსიდან სეზონის სტარტზე შეუერთდა და ტურინელებმა ის ასაკის მიუხედავად ძირითად გუნდში გაამწესეს, მაგრამ 19 წლის ფორვარდმა მოედანზე სულ 42 წუთი გაატარა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ტურინელები ბრაზილიელი ტალანტის იჯარით გაშვებას გეგმავენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე ჟორჟეს იჯარით გაფორმებით სამპდორია, სასუოლო და უდინეზე ინტერესდებიან.