Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კინის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის ძიებაშია და ევერტონთან მოიზე კინის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის და იუვემ რაიოლასთან ფეხბურთელის კონტრაქტი უკვე შეათანხმა, მაგრამ ინგლისელებთან ჯერჯერობით ტრანსფერის ფორმულაზე ვერ თანხმდებიან.

იუვენტუსი ევერტონს ფეხბურთელის 1-წლიან იჯარას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ინგლისელებს სურთ, რომ გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო იყოს და სეზონის ბოლოს მათ თანხა გარანტირებულად მიიღონ.

ტურინელები კინთან ერთად სხვა ვარიანტებს განიხილავენ და მის მთავარ ალტერნატივად მაურო იკარდის მოიაზრებენ, თუმცა იტალიელი ფორვარდის ტრანსფერი კვლავ ყველაზე რეალურია და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოიზე ტურინულ გრანდში დაბრუნდება.