Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კოუტინიოს ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს

რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მტკიცებით, მილანის შემდეგ კოუტინიოს გაფორმების სურვილი იუვენტუსმაც გამოთქვა.

ბარსელონა სახელფასო ჭერის შემცირებას ცდილობს და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც წამსვლელთა სიაში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება, სწორედ ბრაზილიელი შემტევი გახლავთ.

ESPN-ის ინფორამციით, ის სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის და მაქს ალეგრის მისი სტილის ფეხბურთელი გუნდში აუცილებლად გამოადგება, მაგრამ იუვე 29 წლის ფეხბურთელისთვის 8.5 მილიონის გადახდას, რომელსაც ის ბარსელონაში იღებს, არ აპირებს და ტურინში ტრანსფერისთვის მას ხელფასის მნიშნელოვნად შემცირება მოუწევს.