Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კულუშევსკის გაყიდვას გეგამვს ?

იუვენტუსი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას განაგრძობს და 2 წლის წინ დაწყებული საქმე, როდესაც გუნდს კულუშევსკი-კიეზას დუეტი შეემატა, გასულ ზაფხულსაც გაგრძელდა და ბიანკონერიმ კაიო ჟორჟე და სხვა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები გაიფორმა.

იუვენტუსში გადასვლის შემდეგ, ფედერიკო კიეზა გუნდის ნამდვილი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი გახდა, დეიან კულუშევსკის კი ჯერჯერობით თავისი პოტენციალის გამოვლენა უჭირს და არ არის გამორიცხული, მან გუნდი იანვარშივე დატოვოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, კულუშევსკის ტრანსფერზე იუვენტუსს ზაფხულში არაერთმა გუნდმა მიმართა, მათ შორის ფაბიო პარატიჩი და მისი ტოტენჰემიც იყო, ამიტომ ზამთარში შვედ ფეხბურთელს მსურველების ნაკლებობა არ ექნება და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, იუვე მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

კულუშევსკიმ, რომელიც იუვენტუსის რიგებში 35 მილიონ ევროდ გადაბარგდა, ბიანკონერის მაისურით 56 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.