Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ლოკატელის ტრანსფერს ხვალ დახურავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით ხვალ დასრულდება.

Tuttosport-ის ცნობით, სასუოლოს დირექტორები ხვალ ტურინს ეწვევიან და იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელსაც ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც დაესწრება და დიდი ალბათობით ყველაფერი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება.

რამდენიმე წყაროს ცნობით, იუვენტუსი წინადადებას 35 მილიონამდე გაზრდის, რომელცას 2-წლიანი იჯარის შემდეგ გადაიხდის.