Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ლოკატელის ტრანსფერში რანოკიას ჩართვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი სასუოლოს ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშრებით უახლოეს დღეებში შეხვდება და ფულთან ერთად ფილიპო რანოკიას შესთავაზებს.

გუნდებს შორის ლოკატელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ბიანკონერის იმედი აქვს, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე 23 წლის ფეხბურთელის გაფორმებას მოახერხებს.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი რანოკიასთან ერთად სასუოლოს ლოკატელის 2-წლიან იჯარას შესთავაზებს, რის სანაცვლოდაც 5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში 20 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.