Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე მარსიალის კანდიდატურასაც განიხილავს

იუვენტუსი ზამთარში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა ბიანკონერი იაფი ვარიანიტის ძიებაშია, რომლის წყალობითაც სეზონს ბოლომდე მიიყვანს, შემდეგ კი ფიორენტინადან დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე იმუშავებს.

ბოლო პერიოდში იუვენტუსს კავანი, იკარდი და სხვა რამდენიმე ვარიანტი დაუკავშირეს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მათ სიას მანჩესტერ იუნაიტედის ანტონი მარსიალიც შეუერთდა.

26 წლის ფრანგ ფეხბურთელს წითელი ეშმაკების რიგებში სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და მას გუნდის დატოვება ზამთარში აქვს განზრახული. წყაროს ცნობით, იუვენტუსი მის იჯარით აყვანას შეეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.