Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე მენიოს მიმართ გამოთქმული რასისტული ფრაზების ავტორებს მკაცრად დასჯის

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანთან მატჩის წინ მაიკ მენიოს მიმართ გამოთქმული რასისტული ფრაზების ავტორები ტურინულმა გუნდმა იპოვნა და მათ მკაცრი სანქციები ელოდებათ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ვიდეო მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა ორი ადამიანი, რომლებიც მატჩის დაწყებამდე მენიოს შეურაწყოფას აყენებდნენ და დიდი ალბათობით მათ Allianz Stadium-ზე მატჩებზე დასწრება ცხოვრების ბოლომდე აეკრძალებათ.