Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე – მილანის გამარჯვებულს საჩუქრად დონარუმა ერგება…

მომდევნო ტურში ერთმანეთს იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავენ, თუმცა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სასწორზე არა მხოლოდ 3 ქულა, არამედ ჯიჯო დონარუმას მომავალი დევს.

ამ შეხვედრაში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, რაც დონარუმას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და წყაროს ცნობით, გამარჯვებული გუნდი დონარუმასთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს.

გათიშვა