Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე მორატას არ გამოისყიდის

იტალიური წყაროების შემდეგ, ესპანურ მედიაში დაადასტურეს, რომ იუვენტუსი სეზონის ბოლოს ალვარო მორატას გამოსყიდვას არ აპირებს და ის ატლეტიკოს დაუბრუნდება.

მაქს ალეგრის თითქმის ყველა მატჩის შემდეგ ალვარო მორატასადმი გამოთქმული კრიტიკისთვის პასუხის გაცემა უწევს, კრიტიკა კი მის მიმართ საკმარისზე მეტი ისმის, რადგან ესპანელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრასი მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსი, რომელმაც მორატას 2-წლიან იჯარაში 20 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა, მის კონტრაქტში არსებულ გამოსასყიდ პუნქტს არ გამოისყიდის და ატლეტიკოს 35 მილიონს არ გადაუხდის.

ბიანკონერი სეზონის ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას შეეცდება, მისი ალტერნატივა კი სასუოლოს ჯანლუკა სკამაკაა.