იუვე – ნაპოლი ხელახლა გაიმართება ?
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სერია ა იუვენტუსი – ნაპოლის მატჩში ტურინელებს ტექნიკურ გამარჯვებას არ ჩაუთვლიან და შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.
გამოცემის მტკიცებით, პარტენოპეის უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის გამო 1 ქულა ჩამოაკლდება, თუმცა იუვესთან წაგება არ ჩაეწერება და შეხვედრა გადათამაშდება.