Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ნახევარდაცვაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

იუვენტუსის ნახევარდაცვა უკვე წლებია, რაც გუნდის უდიდეს პრობლემად რჩება და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი გახალვთ.

იტალიური მედიის ინფორამციით, ტურინელები ამ პრობლემის მოგვარებას ნახევარდაცვის ხაზის რადიკალურად გადასხვაფერებით ეცდება, თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

Calciomercato-ს ცნობით, ტურინელთა რიგებს ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რემსი, რაბიო, არტური და ბენტანკური დატოვებენ, კერუბინი კი კამარას, ზაქარიას, ვილარის, პარედესის და ვიტსელის ტრანსფერებზე მუშაობას გეგმავს.