Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პარედესის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება

პსჟ-ს ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი პარიზულ გუნდში სათამაშო დროს ფაქტობრივად აღარ ღებულობს, რის გამოც ის უკამყოფილოა და შესაძლოა არგნეტინელი ნახევარმცველი ძალიან მალე იუვენტუსის რიგებში ვიხილოთ.

ბიანკონერი უკვე დიდი ხანია 27 წლის ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს, თუმცა აქამდე ის პარიზულ გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მიმდინარე სეზონში კი პარედესმა სულ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არ არის გამორიცხული, რომ გუნდი ზამთარში დატოვოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთარში ნახევარდაცვის ხაზში ცვლილებებს გეგმავს და ტურინელები გუნდიდან რემსი-მაკკენის გაყიდვას გეგმავენ, მათი პოტენციური შემცვლელების ძებნა კი უკვე დაწყებული აქვთ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ არგენტინელი ფეხბურთელ იგახლავთ.