Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პიანიჩის ტრანსფერის დახურვას ხვალ შეეცდება

ხვალ იუვენტუსი ესპანეთში გაემგზავრება და კატალონიაში გამპერის თასზე ადგილობრივ ბარსელონას დაუპირისპირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი შანსის გამოყენებას და მირალემ პიანიჩის ტრანსფერის დახურვას გეგმავს, რომელიც მანუელ ლოკატელის ალტერნატივა არ არის და მისი გუნდში ხილვა ალეგრის იტალიელ ნახევარმცველთან ერთად სურს.

რამდენიმე წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერის ფორმულაზე უკვე შეთანხმებულები არიან და იუვენტუსი ბოსნიელ ფეხბურთელს 2-წლიანი უფასო იჯარით დაიმატებს, თუმცა ტურინელებს მისი ხელფასის გადახდა მოუწევს.