Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პიანიჩს მხოლოდ ერთ ვარიანტში დაიბრუნებს…

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, მირალემ პიანიჩი ტურინულ გრანდს არაერთხელ დაუკავშირეს და როგორც ჩანს, მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგი არც თავად ალეგრი გახლავთ.

გუშინ ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბლაუგრანა ბოსნიელ ფეხბურთელს 42 მილიონ ევროდ აფასებს,  თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მირალემის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ ბარსელონა 32 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერი აქცენტს ნახევარდაცვის ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერებაზე გააკეთებს.

გათიშვა