Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პიანიჩს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიბრუნებს…

იტალიურ და ესპანურ მედიაში მირალემ პიანიჩის იუვენტუსში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ წყდება, თუმცა Goal.com-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინელები ბოსნიელ ფეხბურთელს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიბრუნებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი პიანიჩს მანუელ ლოკატელის ალტერნატივად არ მიიჩნევს და მის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ტურინს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს, გუნდიდან წასვლის ყველაზე მეტი შანსი კი ამ მომენტისათვის აარონ რემსის აქვს.

პიანიჩს იუვენტუსში დაბრუნება უნდა და რემსის წასვლის შემთხვევაში, იუვეს მასთან შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდება, იქამდე კი მირალემის ტურინში დაბრუნება რთული წარმოსადგენია.