Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პიაცას ტორინოში უშვებს

იჯარით ჯენოაში გატარებული კიდევ ერთი სეზონის შემდეგ, მარკო პიაცა იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა, თუმცა მას ზებრების რიგებში დიდი დროის გატარება არ მოუწევს.

La Stampa-ს ინფორმაციით, 26 წლის ხორვატი ფორვარდის გაფორმებით ტორინო ინტერესდება და მზად არის მის სანაცვლოდ იუვეს 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, ამ წინადადებაზე კი ბიანკონერი სავარაუდოდ უარს არ იტყვის.

პიაცა იუვენტუსს 2016 წელს დინამო ზაგრებიდან 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების და კონკურენციის გამო მან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა და მას შემდეგ სხვადასხვა გუნდებში იჯარის წესით თამაშობდა.