Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე: პლეი-ოფში მხოლოდ რონალდუს გააქვს…

კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე 7 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მის გარდა გოლს ვერავინ იტანს…

პორტუგალიელი ფეხბურთელი იუვენტუსში 2018 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ ტურინელებმა სამივე სეზონში პლეი-ოფში თამაში მოახერხეს.

რონალდუს იუვეში მისვლის შემდეგ, ტურინელებმა პლეი-ოფის 6 მატჩი ითამაშეს ატლეტიკოს, აიაქსის და ლიონის წინააღმდეგ. ლეგენდარული ფეხბურთელის ჰეთ-თრიკმა ატლეტიკოს წინააღმდეგ იუვეს ორმატჩიან დუელში გამარჯვების საშუალება მისცა.

კრიშტიანუმ აიაქსის წინააღმდეგ ორივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა, თუმცა ნიდერლანდელებმა 2 მატჩის ჯამში 3 – 2 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

გასულ სეზონში კი კრიშტიანუმ ტურინში დუბლის გაფორმება მოახერხა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და იუვე ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.