Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე პოგბას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიურ და ბრიტანულ მედიაში პოლ პოგბას მანჩესტერიდან წასვის შესახებ საუბრები არ წყდება და გავლენიანი წყაროების მტკიცებით, ფრანგი ფეხბურთელის პრიორიტეტი არა პსჟ და მადრიდის რეალი, არამედ იუვენტუსში დაბრუნებაა, რისთვისაც ის მზად არის ხელფასი შეიმციროს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, მანჩესტერი პოგბას ზამთარში გაყიდის, რომ სეზონის ბოლოს მისი უფასოდ დაკარგვა თავიდან აიცილოს და იუვენტუსი მზად არის წითელ ეშმაკებს წინადადებით მიმართოს, თუმცა იქამდე ბიანკონერის გუნდიდან რემსი-რაბიოს დუეტის გაშვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის პოლს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წლიური გასამრჯელოს სახით 12.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.