Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ჟესუსის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტიდან გაბრიელ ჟესუსის დამატების იმედს არ კარგავს და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჟესუსის დამატებას იმ შემთხვევაშიც კი შეეცდება, თუ კრიშტიანუ რონალდუ გუნდს არ დატოვებს. მანჩესტერ სიტი ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლდო 55-60 მილიონს ითხოვს, იუვეს კი მისი დამატება ხანგრძლივი იჯარით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

სიტი 24 წლის ბრაზილიელის გაშების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ქალაქელები ტოტენჰემიდან ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობენ და ფულის მიღება ახლავე სურთ, ამიტომ ჯერჯერობით მის იჯარით გაშვებას არ აპირებენ…