Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ჟესუსს რონალდუს დარჩენის შემთხვევაშიც კი გაიფორმებს ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი გაბრიელ ჟესუსის დამატებას იმ შემთხვევაშიც ეცდება, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ არ დატოვებს.

მანჩესტერ სიტის 24 წლის ბრაზილიელ შემტევს ბიანკონერის აქტიურად უკავშირებენ და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიანკონერი მას რონალდუს შემცვლელად მოიაზრებდა, რომლის კონტრაქტიც იუვესთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და შესაძლოა ტურინი ზაფხულში დატოვოს.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით იუვე მოცდას არ აპირებს და მანჩესტერ სიტისთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუვენტუსს ჟესუსის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თანხას კი რამდენიმე სეზონზე გადაანაწილებენ.