Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე რაბიოს შემცვლელად ნაპოლის ნახევარმცველს მოიზრებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ადრიენ რაბიოს გაყიდვაზე აქტიურად მუშაობს და მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინის დატოვება თავად ითხოვა და მისი გაშვების წინააღმდეგი არც ბიანკონერის ხელმძღვანელობაა. რაბიოს მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გუნდი იჩენს და იუვეს იმედი აქვს, რომ მის გაყიდვით 20 მილიონის მიღებას მოახერხებს.

წყაროს ცნობით, თუ რაბიომ იუვენტუსი დატოვა, ბიანკონერი მის ნაცვლად ნაპოლიდან ფაბიან რუისის გაფორმებას შეეცდება, რომლის მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა, რადგან გუნდის დატოვება სურს.