Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე რაიოლას კიდევ ერთ კლიენტს უმიზნებს

ნიდერლანდული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აიაქსის კიდევ ერთი ტალანსი რაიან გრავენბერხის გაფორმებას შეეცდება, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლას კლიენტი გახლავთ.

არტურის ხშირი ტრავმების და ბენტანკურის არც თუ ისე სტაბილური თამაშის ფონზე, იუვენტუსის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება და ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 19 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი გახლავთ.

იუვენტუსს და მინო რაიოლას უკვე დიდი ხანია, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ტურინელები სუპერ-აგენტის გამოყენებას და რაიანის გაფორმებას უკვე ზამთარში შეეცდებიან, თუმცა აიაქსი შუა სეზონში მის გაშვებას სავარაუდოდ არ მოისურვებს და ფეხბურთელის ტრანსფერი უფრო მეტად შესაძლებელი სეზონის დასრულების შემდეგ იქნება.