Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე რეალის ორ ფეხბურთელს უმიზნებს

ესპანური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი ზაფხულში მადრიდის რეალის ორი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.

გამოცემა AS-ს ცნობით, ბიანკონერი ისკოსა და გარეთ ბეილის დამატებას განიხილავს, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები იქნებიან და ბიანკონერის მათი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანის წასვლა ბლანკოსის რიგებიდან უკვე გადაწყვეტილია, რადგან გუნდის ხელმძღვანელობა არც ერთ მათგანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.