Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე რემსის გაყიდვას ვერ ახერხებს…

იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და სასუოლოსთან ლოკატელის ტრანსფერზე უახლოეს დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, თუმცა მაქს ალეგრის ლოკატელის გარდა კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელის ხილვა სურს, ტრანსფერს კი აარონ რემსი უშლის ხელს.

ტურინში გატარებული კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მისი იუვენტუსიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება და უელსელი ფეხბურთელი ბიანკონერის გეგმებში არ შედის, მაგრამ რემსი სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მის სხვა გუნდში ტრანსფერს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

Tuttosport-ის ცნობით, იუვე ფეხბურთელთან არც კონტრაქტის გაწყვეტის წინააღმდეგია, მაგრამ რემსი სეზონში თითქმის 8 მილიონზე უარის თქმას არ აპირებს და თუ სხვა დაინტერესებული მხარე იდენტურ ხელფასს არ შესთავაზებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ტურინის დატოვებას არ აპირებს.