Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე სანდროს გაყიდვას ცდილობს

ალექს სანდრო იუვენტუსის რიგებში ერთ-ერთ ყველაზე უსახურ სეზონს ატარებს და მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის 30 წლის მარცხენა მცველი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს და მისი შესაძლო შემცვლელების ძებნა უკვე დაწყებული აქვს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის სანდროს სანაცვლოდ ატალანტას რობინ გოსენსის გაფორმება სურს, თუმცა ფინანსური ფაქტორის გათვალისწინებით ეს ტრანსფერი რთული განსახორციელებელია და თუ მათ გერმანელი ფეხბურთელი ვერ დაიმატეს, იუვე ჩელსის ემერსონ პალმიერის გაფორმებას ეცდება.