Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე სანდროს შემცვლელის ძიებას განაგრძობს

ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ალექს სანდროს გაყიდვა და მისი შემცვლელის ძიებაა, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სუსტ სეზონს ატარებს და ტურინელები ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

იუვეს პრიორიტეტული სამიზნე ატალანტას რობინ გოსენსია, თუმცა ბერგამოელებს კონკურენტების გაძლიერება არ სურთ და ჯერჯერობით მის გაშვებაზე უარს ამბობენ, ამიტომ ბიანკონერიმ ვალენსიას ხოსე გაიას სახით მისი ალტერნატივა უკვე იპოვნა.

TuttoJuve-ს ცნობით, 25 წლის ესპანელი უკანახაზელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი გაფორმება იუვეს გარდა რეალს, ატლეტიკოს და მანჩესტერ სიტისაც სურთ.