Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე სასუოლოს ახალ წინადადებას უმზადებს…

იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი სასუოლოს ახალ წინადადებას უმზადებს.

წყაროს ინფორმაციით, ლოკატელის ტრანსფერში რადუ დრაგუშინის ჩართვა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან თანხაზე, რომლის დამატებაც ტურინელებს მოუწევთ.

წყაროს ცნობით, იუვე სასუოლოს 2-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონს შესთავაზებს, 2023 წელს კი ნეროვერდის კიდევ 20 მილიოს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით 7 მილიონი ევრო დაემატება და არ არის გამორიცხული, რომ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ იუვე მომავალში ლოკატელის გაყიდვას გადაწყვეტს, სასუოლოს მიღებული თანხის 25 პროცენტი ერგება.