Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ტოლისოს ტრანსფერს უბრუნდება

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველის კორენტენ ტოლისოს გაფორმებას კვლავ განიხილავს.

26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და წყაროს ცნობით, მას ბაიერნის დატოვება სურს, ამიტომ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და ბაიერნის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

გერმანული გრანდი ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.