Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ტორინოს მცველით ინტერესდება

იუვენტუსი თანაქალაქელი ტორინოს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ბრემერის ტრანსფერით ინტერესდება.

24 წლის ფეხბურთელი ტოროს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მან არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.

ბრაზილიეი უკანახაზელის კონტრაქტი ტორინოსთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და გრანატას სავარაუდოდ მისი გაყიდვა ზაფხულში მოუწევს, რომ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა თავიდან აიცილოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი მსურველი ბიანკონერი იქნება.

ბრემერის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10-15 მილიონია. მან მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.