Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე უახლოეს პერიოდში 2 ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

Goal.com-ის ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის და კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ იუვენტუსი ჯორჯო კიელინის და ხუან კუადრადოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს.

ჯორჯოს იუვენტუსთან ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და ის ახლა თავისუფალი აგენტია, თუმცა წყაროს ცნობით მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ის ტურინულ გრანდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კუადრადოს რაც შეეხება, 33 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულების მიხედვით ის ტურინში 2023 წლის ივლისამდე დარჩება.