Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ჩალჰანოღლუს მოთხოვნილ ხელფასს სთავაზობს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ჰაკან ჩალჰანოღლუს სეზონში მოთხოვნილი 5 მილიონი ევრო გადაუხადოს და ის ზაფხულში უფასოდ დაიმატოს.

27 წლის თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 41 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან.

ჩალჰანოღლუ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ მილანისგან 5 მილიონს ითხოვს, როსონერი კი თავის მხრივ 4 მილიონზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამ შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს…