Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ძანიოლოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი რომას იტალიელი ფეხბურთელის ნიკოლო ძანიოლოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება.

ნიკოლოს კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და ჯალოროსი ჯერჯერობით ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას არ ჩქარობს, რადგან მისი თამაშით კმაყოფილი არ არის და დიდია იმის შანსი, რომ იტალიელმა გუნდი ზაფხულში დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი ნიკოლოს ანხელ დი მარიას შემცვლელად მოიაზრებს. არგენტინელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან იუვესთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოისურვოს.